| უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ წარმომადგენლობით სახალხო კრებას მონიტორინგს გაუწევენ |
|
|
|
|
როგორც სამოქალაქო საზოგადოების განცხადებაშია აღნიშნული, უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები სრულ სოლიდარობას უცხადებენ ქვეყნის მოსახლეობას; კრების მიმდინარეობისას შესაძლო პროვოკაციებისა და უკანონობის აღკვეთის მიზნით, "საზოგადოებრივი დამცველი" აქციის მონიტორინგს, მონაწილეების კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების დაცვას და, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთა საადვოკატო მომსახურებას უზრუნველყოფს. "ამავდროულად მოვუწოდებთ ხელისუფლების პარტიულ აქტივს, ძალოვან სტრუქტურებს, წარმომაგენლობითი სახალხო კრების ორგანიზატორებს, მონაწილე პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, პოლიტიკურ აქტივისტებს, დაიცვან კანონი და მოსახლეობის უფლებები, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო პროვოკაციები", აღნიშნულია განცხადებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, "საზოგადოებრივი დამცველს" სრული მობილიზაციას აქვს გამოცხადებული, ასევე, ფუნქციონირებას დაიწყებს სატელეფონო ცხელი ხაზი. განცხადებას ხელს აწერენ ირაკლი სესიაშვილი, კახა კახიშვილი, მანანა კობახიძე, ირინა ფუტკარაძე, მანანა მებუკე, ია მამალაძე, თამარ კიკნაძე, ზურაბ ფუტკარაძე და სხვა არასამთავრობო ორგანიზციების წარმოამდგენლები. |
* * *
მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23
ტელ: +995 32 2 94 52 33
E-mail: info@gepad.ge