განცხადება: მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით PDF ამობეჭდვა E-mail

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით და შესაბამის ორგანოებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოვუწოდებთ.

მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ერთადერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა რეგიონში, რომელიც ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით, 2011 წლის ივნისიდან მუშაობს. ორგანიზაციის მიზანია რეგიონში არსებულ პრობლემებზე ჟურნალისტური მასალების მომზადება და გავრცელება. მცირე ხნის მანძილზე მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გააშუქა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და სხვა პრობლემატური საკითხები, დაიწყო ჟურნალისტური გამოძიებები. ცენტრის მასალებზე დაყრდნობით, ინფორმაციები გავრცელდა ნაციონალურ ტელევიზიებში, გაზეთებსა და საინფორმაციო სააგენტოებში.

მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ობიექტურ მუშაობას ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მწვავე რეაქცია მოყვა. საინფორმაციო ცენტრის ადგილობრივი ჟურნალისტები დააშინეს და აიძულეს, სამსახური დაეტოვებინათ. სამსახური დატოვა მძღოლმაც. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, ცენტრს შეუქმნას პრობლემები ოფისთან დაკავშირებითაც, რომელიც (ხელშეკრულების საფუძველზე) კერძო პირის სახლშია განთავსებული.

არასამთავრობო ორანიზაციები მივმართავთ მცხეთა - მთიანეთის ადგილობრივ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ზეწოლა ჟურნალისტებზე. ასევე, მივმართავთ მთავრობასა და სხვა უფლებამოსილ პირებს, აღნიშნულ რეგიონში უზრუნველყონ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა.

ღია საზოგადოება - საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი

CENN

კონსტიტუციის 42– ე მუხლი

საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია

გაზეთი "გურია ნიუსი"

საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი

ჯანმრთელი სამყარო

ასოციაცია "ფლორა და ფაუნა"

საზოგადოებრივი დამცველი

 
კოალიცია
თქვენი უფლებებისათვის
Georgian     English

მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

ვიდეო ფაილები

ფოტომასალა

გამოკითხვა

რომელი სახელმწიფო უწყება არღვევს ყველაზე მეტად ადამიანის უფლებებს?
 

ავტორიზაცია




საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23contacts

ტელ: +995 32 2 94 52 33

E-mail: info@gepad.ge