| ინფორმაცია მოქალაქეთა დაკავების შესახებ |
|
|
|
|
ინფორმაციას" სახალხო კრების "წევრებისა და სხვა მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და შსს თანამშრომლების მხრიდან დაკავებების შესახებ : " საზოგადოებრივი დამცველის " 21-22 მაისს დაგეგმილი აქციების დროს მოქალაქეთა სამართლებრივი დახმარებისა და უკანონობის აღმოფხვრის მიზნით ახორციელებს მონიტორინგს. ორგანიზაციის ამჟამინდელი მონაცემებით, დაკავებულია 36 ადამიანი. ამ დროისთვის, რამდენიმე ათეული ადამიანის ადგილსამყოფელი დაუდგენელია.
არასამთავრობო ორგანიზაცია" საზოგადოებრივი დამცველმა "აქციაზე მიავლინა საზოგადოებრივი დამცველის წევრები და ადვოკატები, რომლებსაც დაევალათ დაკავებულ პირთა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვა. ამასთან, შსს - ს თანამშრომლებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლების მხრიდან უკანონო ქმედებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, განხილვა და ანალიზი. 22 მაისი 1. გია კოტარია -" სახალხო კრების "კომიტეტის წევრი (ვაკის ფილიალის ხელმძღვანელი). დღეს, დილის 08:00 საათზე ქ. თბილისის ვაკე - საბურთალოს შსს სამინისტროს რაიონის თანამშრფომლებმა დააკავეს სახლიდან გასვლისთანავე. მეზობლებმა დააფიქსირეს, რომ იგი ძალდატანებით ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. მას შემდეგ გია კოტარიას ადგილსამყოფელი უცნობია. 2 . გელა მამნიაშვილი - ღამის 02:30 აქციიდან გასვლის შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია 3. ტარიელ ფრუიძე - ღამის 02:30 აქციიდან გასვლის შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია 4. გია მამნიაშვილი - ღამის 02:30 აქციიდან გასვლის შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია 5. დავით იჩქიტიძე - შეუფარდეს 38 დღით პატიმრობა 6. ჯაბა იჩქიტიძე - დაეკისრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით 7. დავით ცუცქიშვილი – დაეკისრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით სახალხო კრების გლდანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დიტო ორმოცაძე წუხელ, შუაღამისას გლდანში დააკავეს. მას მობილურით დაუკავშირდა შსს - ს გლდანის #1 სამმართველოს უფროსი კობა ჩადუნელი, რომელმაც უთხრა, რომ საქმე ჰქონდა და სურდა შეხვედრა. შეხვედრაზე მისული დიტო ორმოცაძე პოლიციელებმა დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. შემდეგ ისევ დააბრუნეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. დიტო ორმოცაძეს შეეფარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173- ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა). თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეა თადაშვილმა 60 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის განაჩენი გამოუტანა. " საზოგადოებრივი დამცველის "ინფორმაცია" სახალხო კრების "წევრებისა და სხვა მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და შსს თანამშრომლების მხრიდან 21 მაისს დაკავებულთა მდგომარეობის შესახებ 1. გიორგი ჯავახიშვილი - შსს თანამშრომლებმა გლდანში დააკავეს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღით. 2. ოთარ ომიაძე - დაკარგული 3. გიორგი ყაველაშვილი - დააკავეს შსს - ს თანამშრომლებმა. საგარეჯოს სახალხო კრების შეფიცულთა ხელმძღვანელი,. 4. გია გურგენიშვილი - დილის საათებში შსს სამინისტროს გაურკვეველი ქვედანაყოფის თანამშრომლები შეიჭრნენ გურგენიშვილის საცხოვრებელ სახლში, რის შემდეგ გაურკვეველი ბრალდებით დააპატიმრეს და გადაიყვანეს უცნობი მიმართულებით. 5. შსს თანამშრომლების მიერ დაპატიმრებული იქნა აქციის მონაწილე ავთანდილ თედიაშვილი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166- ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღე - ღამის ვადით. (მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი) 6. შსს თანამშრომლების მიერ დაპატიმრებული იქნა აქციის მონაწილე, ზურაბ ბანკარაშვილი რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166 (წვრილმანი ხულიგნობა) და 173- ე მუხლებით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) დაედო ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. (მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე) 7. შსს თანამშრომლების მიერ დაპატიმრებულ იქნენ აქციის მონაწილეები გოჩა წიკლაური და მირზა კოჩაძე, რომელთაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა გოჩა წიკლაურს 30 დღით, მირზა კოჩაძეს - 40 დღით. (მოსამართლე 8. მირანდა ერემაძე 9. შსს თანამშრომლების მიერ დაპატიმრებული იქნა აქციის მონაწილე, ზაზა ყორღანაშვილი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღე - ღამის ვადით. (მოსამართლე თამარ ონიანი) 10 . ოთო ანგურიძე - დააკავეს წყნეთში, დილით სახლიდან გამოსვლის დროს. " სახალხო კრების "ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. მიესაჯა ერთთვიანი პატიმრობა. 11. მამუკა გრძელიძე - სახალხო კრების გლდანის რაიონული ორგანიზაციის წევრი. მიესაჯა 2 თვიანი პატიმრობა. 12. თემურ ჟღენტი - და მასთან ერთად სახალხო კრების სამგორის ორგანიზაციის 6 წევრი 13. უშანგი ჯანიბეგაშვილი - ისნის რაიონული ორგანიზაციის წევრი. დააკავეს სახლში. ნაცემია. მიესაჯა 2 თვიანი პატიმრობა. 14. დიმიტრი ხუჯაძე - სახალხო კრების ქუთაისის რაიონული ორგანიზაცია. დააკავეს ტელევიზიასთან, დაედო 400 ლარიანი ჯარიმა. 15. ბესო დანელია - სახალხო კრების გლდანის ახალგაზრდული რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად, სასტიკად სცემეს. იმყოფებიან მე -8 საავადმყოფოში. დანელიას ფეხი აქვს მოტეხილი და სხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. 16. ბადრი ქველიძე და მასთან ერთად სახალხო კრების მარნეულის ორგანიზაციის 5 წევრი. მიესაჯა ერთთვიანი პატიმრობა. დააკავეს ქალაქ ზესატაფონში. ჩამოართვეს 4 მსუბუქი ავტომანქანა. 17. გელა დიღმელაშვილი - სახალხო კრების რაიონული ორგანიზაციის წევრი. დააკავეს სახლში. 18. გოჩა ცხადაია - დააკავეს ქ. ხობში, მიკროავტობუსის მძღოლი. 19. ზურაბ ობოლაძე - დააკავეს თერჯოლის ტრასაზე. მიკროავტობუსის მძღოლი. ნაცემია. " საზოგადოებრივი დამცველის "ინფორმაცია" სახალხო კრების "წევრებისა და სხვა მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და შსს თანამშრომლების მხრიდან 20 მაისს დაკავებულთა მდგომარეობის შესახებ 1. ბაჩო ბექაური - სახალხო კრების დიდუბის რაიონული ორგანიზაცია. დააკავეს ოფისთან ახლოს. დაედო 400 ლარიანი ჯარიმა 2. თემურ მოსიევი - სახალხო კრების გლდანის რაიონული ორგანიზაცია. დააკავეს ოფისთან ახლოს. დაედო 400 ლარიანი ჯარიმა 3. მურთაზ ხარძიანი - სახალხო კრების კრწანისის რაიონული ორგანიზაცია. დააკავეს ოფისთან ახლოს. შეეფარდა ერთთვიანი პატიმრობა 4. ვლადიმერ შახპაზიდი - (შეეფარდა 60 (სამოცი) დღით ადმინისტრაციული პატიმრობა) 5. მიხეილ ნამიჭეიშვილი - სახალხო კრების კრწანისის რაიონული ორგანიზაცია. დააკავეს ოფისთან ახლოს. შეეფარდა ერთთვიანი პატიმრობა 6. ემზარ ახვლედიანი -" სახალხო კრების "ისნის რაიონული ორგანიზაციის წევრი. დააკავეს ოფისთან ახლოს. მიესაჯა ერთთვიანი პატიმრობა 7. დავით არღვლიანი - სახალხო კრების კრწანისის რაიონული ორგანიზაცია. დააკავეს ოფისთან ახლოს. შეეფარდა ერთთვიანი პატიმრობა. |
* * *
მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23
ტელ: +995 32 2 94 52 33
E-mail: info@gepad.ge