განცხადება (2011 წლის 21 ივნისი) PDF ამობეჭდვა E-mail

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ახალგაზრდები სამართლიანობისათვის" "საზოგადოებრივი დამცველი" 2011 წლის 21 ივნისი,

მიგვაჩნია, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების მიმდინარეობისას დაკავებულ პირთათვის მობილური ტელეფონების ჩამორთმევა და შემდგომში არდაბრუნება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას. კერძოდ, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამგვარი პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (შემდგომში "ევროპული კონვენცია") მე-8 მუხლითა და ამავე კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის დაცულობის უფლებასა და საკუთრების უფლებას.

ჩვენ გვსურს, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის დაცულობის უფლების შესაძლო დარვევის ფაქტზე. გასაგებია, რომ სიცოცხლის უფლების ხელყოფის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, უკანონო დაპატიმრებების, შეკრების თავისუფლების ხელყოფის ფონზე, საზოგადოების ყურადღება ნაკლებად არის მიპყრობილი აღნიშნული პრობლემისაკენ, თუმცა, მიგვაჩნია, რომ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის დაცულობის უფლების დაცვა უკიდურესად მნიშვნელოვანია, მეტადრე ისეთ პირობებში, როდესაც საჯაროდ დამკვიდრებული კონტროლი თანდათან უკვე ინაცვლებს ხელშეუხებელ, პირადი ავტონომიის სფეროში. შეუძლებელია ადამიანზე ორიენტირებულმა სახელწიფომ იარსებოს პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების უგულვებელყოფის პირობებში.

აღიარებულია და ყველა თანხმდება, რომ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის დაცულობის უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს, რასაც, რა საკვირველია, ევროპული კონვენციაც აღიარებს. თუმცა ასეთი შეზღუდვა აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს მკაცრად განსაზღვრულ კრიტერიუმებს. პირველ რიგში ასეთი შეზღუდვა უნდა განხორციელდეს კანონის შესაბამისად,1 შემდეგ ის აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთ-ერთი კანონიერი მიზნის მისაღწევად და გამოყენებული ზომა უნდა იყოს მისაღწევი მიზნის პროპორციული.2 ამასთან კანონი, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება შეზღუდვა, უნდა იყოს ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი.3

ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების საწინააღმდეგოდ, მიგვაჩნია, რომ დაკავებულ და პოლიციის სამმართველოში მიყვანილ პირთათვის მობილური ტელეფონების ჩამორთმევა ყოვლად გაუმართლებელია. ჩვენ შევეცდებით წინამდებარე დასკვნაში მოვახდინოთ პრობლემის სამართლებრივი ანალიზი.

სრული ტექსტი
 
საზოგადოებრივი დამცველი
კოალიციაში გაერთიანდნენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად ეწევიან უფლებადარღვევების მონიტორინგს საქართველოში.
Georgian     English

მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

ვიდეო ფაილები

ფოტომასალა

გამოკითხვა

რომელი სახელმწიფო უწყება არღვევს ყველაზე მეტად ადამიანის უფლებებს?
 

ავტორიზაცია




საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23contacts

ტელ: +995 32 2 94 52 33

E-mail: info@gepad.ge