| განცხადება |
|
|
|
|
26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დამცველი", რომელიც ახორციელებდა “სახალხო კრების” ორგანიზებულ აქციის მონიტორინგს, კატეგორიულად გმობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსამსახურების მიერ 26 მაისს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უმოწყალოდ დარბევას, მოქალაქეების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებას, რომელმაც ყოველმხრივ შელახა ადამიანების პატივი და ღირსება. ამასთან ავღნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომიტინგეების მიმართ ჩაატარა სპეცოპრაცია. დაკავებულ ხალხთა რაოდენობა მიანიშნებს, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად გაუსწორდა საზოგადოების იმ ნაწილს რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. აღნიშნული ოპერაცია, ფაქტიურად, წარმოადგენდა ანტიტერორისტულ ოპერაციას, რომლის მიზანი იყო არა აქციის დაშლა, არამედ მომიტინგეების მასიური დაპატიმრება და მათთან ფიზიკური ანგარიშსწორება. მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრეობას, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, მოახდინონ მომხდარ ფაქტზე რეაგირება და მისი სათანადო შეფასება. |
* * *
მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23
ტელ: +995 32 2 94 52 33
E-mail: info@gepad.ge