| საზოგადოებრივი დამცველის საგანგებო განცხადება |
|
|
|
|
2011 წლია 26 მაისის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მასიურად გრძელდება დემონსტრანტების პოლიტიკური ნიშნით დაკავება. დაპატიმრება ძირითადად ხორციელდება იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 353-ე, 236-ე, 260-ე მუხლებით. (პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინაააღმდეგობის გაწევა, იარაღის უკანონო ტარება და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა) საყურადღებოა, რომ აღნიშნულ ფაქტებს აქვს მასიური ხასიათი, ხოლო სასამართლოს მოქმედება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ მხარეს. მივიქცევთ საზოგადოების ყურადრებას იმ გარემოებაზე, რომ დაკავებულების მიმართ, როგორც წესი, ხორციელდება ფიზიკური, მორალური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც გამოიხატება დაკავებულების ცემა-წამებაში, საკვებისა და წყლის გარეშე დატოვებაში, უსაფუძვლოდ კარცერის ტიპის საკანში მოთავსებაში, აღარაფერს ვიტყვით დამცველთან (ადვოკატებთან) შეხვედრების ხელოვნურად ხელის შეშლაში. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს სახალხო დამცველს, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, შეისწავლონ დაპატიმრებული მოქალაქეების დაკავების საფუძვლიანობა, საპყრობილეებში არსებული პირობები და გაატარონ ქმედითი ღონისძიებები სამართლიანობის აღსადგენად. |
* * *
მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23
ტელ: +995 32 2 94 52 33
E-mail: info@gepad.ge