უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ წარმომადგენლობით სახალხო კრებას მონიტორინგს გაუწევენ PDF ამობეჭდვა E-mail

როგორც სამოქალაქო საზოგადოების განცხადებაშია აღნიშნული, უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები სრულ სოლიდარობას უცხადებენ ქვეყნის მოსახლეობას; კრების მიმდინარეობისას შესაძლო პროვოკაციებისა და უკანონობის აღკვეთის მიზნით, "საზოგადოებრივი დამცველი" აქციის მონიტორინგს, მონაწილეების კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების დაცვას და, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთა საადვოკატო მომსახურებას უზრუნველყოფს.

ვრცლად...
 
შეკრებისა და მანიფესტაციის ფუნდამენტური უფლება კიდევ ერთხელ შეილახა! - არასამთავრობოთა განცხადება PDF ამობეჭდვა E-mail

2011 წლის 25 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს წინ პატიმრების მხარდასაჭერად გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით დააკავეს აქციის შვიდი მონაწილე: გიორგი ბურჯანაძე, ვლადიმერ სადღობელაშვილი, მერაბ ჭიქაშვილი, ოთარ ბექაური, აკაკი ჩიქოვანი, ბესიკ ტაბატაძე და გიორგი ხარაბაძე.

ჩვენ ვაპროტესტებთ აღნიშნულ ფაქტს. მიგვაჩნია, რომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება წარმოადგენდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების და კანონის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას შემდეგ გარემოებათა გამო:

ვრცლად...
 
უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადება 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენების გამოძიების აუცილებლობის შესახებ PDF ამობეჭდვა E-mail

28 მაისის მონაცემებით, 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს სრული, ობიექტური, მიუკერძოებელი, დროული და ეფექტური გამოძიების საჭიროებას ადამიანის უფლებებისა და კანონის დარღვევის ფაქტებზე.

მიუხედავად არსებული სამართლებრივი საფუძვლისა და ხელისუფლების მიერ აქციის დაშლის შესახებ წინასწარ გაკეთებული გაფრთხილებისა, 2011 წლის 26 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყენებული ძალა არაპროპორციულ ხასიათს ატარებდა. მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალა ცხადყოფს, რომ სამართალდამცავების მხრიდან ხდებოდა ძალის გადამეტება მაშინაც კი, როცა აქციის მონაწილენი წინააღმდეგობას არ ან ვერ უწევდნენ მათ. ყოველგვარ სამართლებრივ და მიზანშეწონილობას მოკლებულია აქციის დაშლის შემდგომ შენობებს შეფარებული თუ გაქცეული მოქალაქეების მიზანმიმართული დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება.

ვრცლად...
 
26 მაისს მანიფესტანტებისათვის მობილური ტელეფონების ჩამორთმევა მათ პირად ცხოვრებაში ჩარევა და მიმოწერის დაცულობის უფლების დარღვევაა PDF ამობეჭდვა E-mail

არასამთავრობო ორგანიზაციების - "საზოგადოებრივი დამცველის" და "ახალგაზრდები სამართლიანობისათვის" განცხადება

მიგვაჩნია, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების მიმდინარეობისას დაკავებულ პირთათვის მობილური ტელეფონების ჩამორთმევა და შემდგომში არდაბრუნება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას.

კერძოდ, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამგვარი პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (შემდგომში "ევროპული კონვენცია") მე -8 მუხლითა და ამავე კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის დაცულობის უფლებას და საკუთრების უფლებას.

ვრცლად...
 
სამოქალაქო საზოგადოების ღია წერილი ფოტორეპორტიორთა საქმესთან დაკავშირებით PDF ამობეჭდვა E-mail

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და საჯარო გახადოს დაკავებული ფოტორეპორტიორების პროცესი ; განახორციელოს მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

2011 წლის 7 ივლისს, დილის 3 საათზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა საკუთარ სახლში 5 ფოტორეპორტიორი დააკავეს. 9 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, დახურულ სასამართლო პროცესზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოქვეყნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება, რომ ბრალდებულებს"ბრალად ედებათ ჯაშუშობა, ესე იგი უცხოეთის ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტისა და სხვაგვარი მონაცემების შეგროვება, შენახვა და გადაცემა. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წელზე მეტი ვადით".

ვრცლად...
 
განცხადება: მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით PDF ამობეჭდვა E-mail

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით და შესაბამის ორგანოებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოვუწოდებთ.

მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ერთადერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა რეგიონში, რომელიც ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით, 2011 წლის ივნისიდან მუშაობს. ორგანიზაციის მიზანია რეგიონში არსებულ პრობლემებზე ჟურნალისტური მასალების მომზადება და გავრცელება. მცირე ხნის მანძილზე მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გააშუქა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და სხვა პრობლემატური საკითხები, დაიწყო ჟურნალისტური გამოძიებები. ცენტრის მასალებზე დაყრდნობით, ინფორმაციები გავრცელდა ნაციონალურ ტელევიზიებში, გაზეთებსა და საინფორმაციო სააგენტოებში.

ვრცლად...
 
ინფორმაცია მოქალაქეთა დაკავების შესახებ PDF ამობეჭდვა E-mail

ინფორმაციას" სახალხო კრების "წევრებისა და სხვა მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და შსს თანამშრომლების მხრიდან დაკავებების შესახებ :

" საზოგადოებრივი დამცველის " 21-22 მაისს დაგეგმილი აქციების დროს მოქალაქეთა სამართლებრივი დახმარებისა და უკანონობის აღმოფხვრის მიზნით ახორციელებს მონიტორინგს. ორგანიზაციის ამჟამინდელი მონაცემებით, დაკავებულია 36 ადამიანი. ამ დროისთვის, რამდენიმე ათეული ადამიანის ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

ვრცლად...
 
საზოგადოებრივი დამცველი" 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად დაზრალებულ პირებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს PDF ამობეჭდვა E-mail

ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს, კვალიფიციური იურიდიული დახმარება აღმოუჩინოს ყველა იმ პირს, ვისაც სამართალდამცველებმა აქციის დაშლისას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს, რომელთა მიმართ არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, ასევე ოჯახებს, რომელთათვისაც ახლობლების ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

"საზოგადოებრივი დამცველი" განმარტავს, რომ მზად არის, ამ პირთა ინტერესები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ინსტანციებში დაიცვას.

დაზარებულებს და მათი ოჯახის წევრებს შეუძლიათ, "საზოგადოებრივ დამცველს" ნომერზე 94 52 33 დაუკავშირდნენ, ან მიმართონ მისამართზე მაზნიაშვილის 23.
 
განცხადება (2011 წლის 21 ივნისი) PDF ამობეჭდვა E-mail

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ახალგაზრდები სამართლიანობისათვის" "საზოგადოებრივი დამცველი" 2011 წლის 21 ივნისი,

მიგვაჩნია, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების მიმდინარეობისას დაკავებულ პირთათვის მობილური ტელეფონების ჩამორთმევა და შემდგომში არდაბრუნება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას. კერძოდ, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამგვარი პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (შემდგომში "ევროპული კონვენცია") მე-8 მუხლითა და ამავე კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის დაცულობის უფლებასა და საკუთრების უფლებას.

ვრცლად...
 
უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადება PDF ამობეჭდვა E-mail

უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადება 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენების გამოძიების აუცილებლობის შესახებ ვრცლად

 
<< პირველი < წინა 1 2 შემდეგი > ბოლო >>

გვერდი 1 დან 2
კოალიცია
თქვენი უფლებებისათვის
Georgian     English

მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

ვიდეო ფაილები

ფოტომასალა

გამოკითხვა

რომელი სახელმწიფო უწყება არღვევს ყველაზე მეტად ადამიანის უფლებებს?
 

ავტორიზაცია




საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23contacts

ტელ: +995 32 2 94 52 33

E-mail: info@gepad.ge