| 2009 წლის აპრილ-აგვისტოში ადამიანის უფლებათა დარღვევების სისტემატიზებულ მონაცემთა ბაზის დამუშავების მოკლე ანგარიში |
|
|
|
|
საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილია სულ ადამიანის უფლებათა დარღვევის 150 შემთხვევა, რომლებიც მხოლოდ 2009 წლის აპრილიდან აგვისტომდე პერიოდს მოიცავს და შეეხება თბილისში ამ პერიოდში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაფიქსირებულ უფლებათა დარღვევის შემთხვევებს. როგორც ქვემომდებარე დიაგრამაზე ჩანს უფლებათა დარღვევების საკმაოდ თანაბრად არის განაწილებული ამ პერიოდზე. გამონაკლისია მხოლოდ 6 მაისი და 15 ივნისი. ამ დღეებში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. სხვა მხრივ ქვემომდებარე დიაგრამა აჩვენებს, რომ თითქმის ყოველდღე ან დღეგამოშვებით ხდებოდა უფლებადარღვევები, რომელთა აგებულებისა და შედეგების შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი.მოკლედ ქრომ ვთქვათ ქვემომდებარე დიაგრამა აჩვენებს ძირითად ვექტორს ,,არცერთი დღე ხაზის გარეშე” - თუმცა რომის იმპერატორი ტიტე ფლავიუს ვესპასიანე ამ გამოთქმას ყოველდღიურად ქველ საქმეთა ქმნის აუცილებლობის შესახებ ამბობდა. ამ შემთხვევაში კი ტრანსკრიპცია ასეთია ,,არცერთი დღე ტერორის გარეშე” რათა მოსახლეობამ ამის შესახებ გაიგოს და არ დაავიწყდეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ანუ როოგორც განხილული შემთხვევების განაწილება გვიჩვენებს ეს აქციები სწორედ ასეთი შედეგის მისაღწევად იყო დაწყებული. უფლებადარღვევების შემთხვევები შედარებით ხშირი აპრილის თვეში, ანუ აქციების დასაწყისშია - თითქმის ყოველდღიურად რამდენიმე, რათა მოსახლეობის ცნობიერებაში ჩაჯდეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია, ხოლო მაისის და ივნისის თვეებში, უკვე შეხსენების მიზნით დღეგამოშვებით ერთი ან რამდენიმე შემთხვევა. თუმცა აღსანიშნავია მოსახლეობის მეხსიერების განახლებისათვის 6 მაისი და 15 ივნისი. |
* * *
მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23
ტელ: +995 32 2 94 52 33
E-mail: info@gepad.ge