ადამიანის უფლებათა მონიტორინგი PDF ამობეჭდვა E-mail

ადამიანის უფლებათა მონიტორინგი

პროექტი "მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების საზოგადოებრივი მონიტორინგი". ანგარიში ასახავს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “საზოგადოებრივი დამცველის” საქმიანობას პროექტის პერიოდში: 2009 წლის 9 აპრილიდან 2009 წლის 15 სექტემბრამდე.

წიგნი მომზადებულია ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ფინანსური დახმარებით. იგი არ გამოხატავს ფონდის ოფიციალურ პოზიციებს.

პროექტი მიზნად ისახავდა შემდეგი ამოცანების შესრულებას:

  • საზოგადოებრივი მანიფესტაციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება;
  • უფლებადარღვეული პირებისათვის სამართლებრივი ხასიათის დახმარების შეთავაზება და წარმომადგენლობა სასამართლოებში და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება საზოგადოებრივი მანიფესტაციების დროს გამოვლენილი ადამიანის უფლებათა დარღვევების თაობაზე
კოალიცია საზოგადოებრივი დამცველის მიერ პროექტის "მშვიდობიანი შეკრებებისა მანიფესტაციების უფლების საზოგადოებრივი მონიტორინგის" ფარგლებში ჩატარებულმა მონიტორინგმა ნათლად გამოაჩინა, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ აირჩია მოქმედების მრავალფეროვანი ტაქტიკა. ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკის და ტაქტიკის გამოვლენა ფიქსირდებოდა თვითმხილველი მოქალაქეების მიერ, რომლებიც ცხელი ხაზის საშუალებით აწვდიდნენ ინფორმაციებს საზოგადოებრივ დამცველებს.

მონიტორინგის პროცესში საზოგადოებრივი დამცველის მიერ დემონსტრაციების მსვლელობისას დაფიქსირდა ადამიანის უფლებების დარღვევის მრავალი ფაქტი. კერძოდ, დაუდგენელი პირებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან დემონსტრანტთა მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების, უკანონო დაპატიმრების და დაშინების ფაქტები, რომელთაგან არცერთი დღემდე გამოძიებული არ არის.

 

წინამდებარე ანგარიშში აღნიშნული ფაქტები კლასიფიცირებულია დარღვევების ხასიათის მიხედვით, შემდეგ კატეგორიებად:

  1. თავისუფლად გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა;
  2. დაპატიმრებები და ადმინისტრაციული სასჯელების შეფარდება;
  3. პიროვნული ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა;
  4. ადამიანის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა;
  5. პროვოკაციები, მათ შორის ისეთები, რომელთა შორის მთავარი ადგილი უჭირავს იარაღის ან ნარკოტიკის “ჩადებას” აქციებში მონაწილე მოქალაქეებისთვის;
  6. მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების ხელყოფა.
იხილეთ ვრცლად (გადმოწერა) ადამიანის უფლებათა მონიტორინგი
 
საზოგადოებრივი დამცველი
კოალიციაში გაერთიანდნენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად ეწევიან უფლებადარღვევების მონიტორინგს საქართველოში.
Georgian     English

მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

ვიდეო ფაილები

ფოტომასალა

გამოკითხვა

რომელი სახელმწიფო უწყება არღვევს ყველაზე მეტად ადამიანის უფლებებს?
 

ავტორიზაცია




საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23contacts

ტელ: +995 32 2 94 52 33

E-mail: info@gepad.ge