|

პროექტი მიზნად ისახავდა შემდეგი ამოცანების შესრულებას: - საზოგადოებრივი მანიფესტაციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება;
- უფლებადაღვეული პირებისათვის სამართლებრივი ხასიათის დახმარების შეთავაზება და წარმომადგენლობა სასამართლოებში და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე;
- ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება საზოგადოებრივი მანიფესტაციების დროს გამოვლენილი ადამიანის უფლებათა დარღვევების თაობაზე;
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: 1. ცხელი ხაზი კოალიციის ცხელი ხაზის ნომრები 890108108. 890106106 ,890109109 რეკლამირებული იქნა 3 აპრილიდან 15 მაისამდე პერიოდში ვიდეო რგოლების მეშვეობით ტელეკომპანიების ,,მაესტროსა” და ,,კავკასიის” ეთერში. ცხელი ხაზით ისარგებლა 300-ზე მეტმა მოქალაქემ და კოალიციის შტაბბინაში ცხელი ხაზის მეშვეობით 24 საათიან რეჟიმში შემოსულ იქნა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დარღვევების თაობაზე. 2.მობილური ჯგუფები დაკომპლექტდა 15 მობილური ჯგუფი, რომელიც დღის განმავლობაში აწარმოებდა უშუალო დაკვირვებას დემონსტრაციების მსვლელობებზე და ახდენდა არსებული დარღვევების დაფიქსირებასა და დოკუმენტირებას. მობილური ჯგუფების შემადგენლობაში შედიოდნენ: იურისტი, ჟურნალისტი, უფლებადამცველი და მძღოლი. ჯგუფები აღჭურვილნი იყო ფოტო და ვიდეო კამერებით. მობილური ჯგუფები საჭიროების შემთხვევაში გადაადგილდებოდნენ საქართველოს რეგიონებში, კერძოდ, კახეთში, გორში, საჩხერეში, ზუგდიდში, ხობში, მარნეულში, დმანისში და ადგილზე აფიქსირებდნენ დარღვევებს. 3. ინფორმაციის გავრცელება ბრიფინგების მეშვეობით დაფიქსირებულ დარვევებთან დაკავშირებით კოალიციის შტაბბინაში გაიმართა 20-ზე მეტი ბრიფინგი ქართული და უცხოური პრესისათვის. პრესის წარმომადგენლებს ოპერატიულად მიეწოდებოდათ სრული ინფორმაცია და შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალა გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით. 4. იურიდიული დახმარება უფლებების დარღვევის მსხვერპლთათვის კოალიციის იურისტები იმ ადამიანებს, რომელთა უფლებებიც დაირღვა, უწევდნენ უფასო იურიდიულ დახმარებას. კერძოდ, იურიდიულ კონსულტაციას და წარმომადგენლობას სასამართლოში. არსებული ვითარების შეფასება მონიტორინგის განხორციელების პერიოდში (8 აპრილი-15 სექტემბერი) კოალიცია საზოგადოებრივი დამცველის მიერ პროექტის ”მშვიდობიანი შეკრებებისა მანიფესტაციების უფლების საზოგადოებრივი მონიტორინგის” ფარგლებში ჩატარებულმა მონიტორინგმა ნათლად გამოაჩინა, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ აირჩია მოქმედების მრავალფეროვანი ტაქტიკა. ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკის და ტაქტიკის გამოვლენა ფიქსირდებოდა თვითმხილველი მოქალაქეების მიერ, რომლებიც ცხელი ხაზის საშუალებით აწვდიდნენ ინფორმაციებს საზოგადოებრივ დამცველებს. მონიტორინგის პროცესში საზოგადოებრივი დამცველის მიერ დემონსტრაციების მსვლელობისას დაფიქსირებული იქნა ადამიანის უფლებების დარღვევის მრავალი ფაქტი. კერძოდ, დაუდგენელი პირებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან დემონსტრანტთა მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების, უკანონო დაპატიმრების და დაშინების ფაქტები, რომელთაგან არცერთი დღემდე გამოძიებული არ არის. იხილეთ ვრცლად |