| პროექტი "მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების საზოგადოებრივი მონიტორინგი" |
|
|
|
|
არასამთავრობო ორგანიზაციების ძალთა გაერთიანებამ გადაწყვიტა 2009 წლის აპრილში დაგეგმილი დემონსტრაციების კოორდინირებულად დაკვირვება. ამ მიზნით ორგანიზებული იქნა არაერთი მრგვალი მაგიდა და საკოორდინაციო შეხვედრა. მომზადდა პროექტი საზოგადოებრივი დამცველის შესახებ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება:1. ცხელი ხაზი კოალიციის ცხელი ხაზის ნომრები რეკლამირებული იქნა მარტის ბოლოდან შემდგომ პერიოდში ვიდეო რგოლების მეშვეობით. სულ რაღაც ორი კვირის განმავლობაში ცხელი ხაზით ისარგებლა ასეულობით მოქალაქემ და აღნიშნული გზით კოალიციის შტაბბინაში შემოსული იქნა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დარღვევების თაობაზე. კოალიცია ცხელი ხაზის მეშვეობით 24 საათიან რეჟიმში ახდენდა ინოფრმაციის მიღებას დემონსტრაციების დროს ან დემონსტრაციებთან კავშირში მომხდარი ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ. 2. მობილური ჯგუფები შეიქმნა 15 მობილური ჯგუფი, რომელიც დღის განმავლობაში აწარმოებდა უშუალო დაკვირვებას დემონსტრაციების მსვლელობებზე და ახდენდა არებული დარღვევების დაფიქსირებასა და დოკუმენტირებას. მობილური ჯგუფების შემადგენლობაში შედიოდნენ: იურისტი, ჟურნალისტი, უფლებადამცველი და მძღოლი. ჯგუფები აღჭურვილნი იყვნენ ფოტო და ვიდეო კამერებით, რაც მათ საშუალებას აძლევდა მოეხდინათ დარღვევების ვიზუალური დოკუმენტირება. დამატებით მობილური ჯგუფები საჭიროების შემთხვევაში გადაადგილდებოდნენ საქართველოს რეგიონებში და აკვირდებოდნენ ადგილებზე გამრთულ დემონსტრაციებს, მანიფესტაციებს და მსვლელობებს. 3. ინფორმაციის გავრცელება პრეს ბრიფინგების მეშვეობით დაფიქსირებულ დარვევებთან დაკავშირებით საზოგადოების დროული ინფორმირების მიზნით კოალიციის შტაბბინაში იმართებოდა ბრიფინგები ქართული და უცხოური პრესისათვის. აღნიშნული ბრიფინგების მეშვეობით პრესის წარმომადგენლებს მიეწოდებოდათ ფაქტობრივი ინფორმაცია და შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალა გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით. 4. იურიდიული დახმარება უფლებების დარღვევის მსხვერპლთათვის კოალიციის იურისტები იმ ადამიანებს, რომელნიც წარმოადგენენ ადამიანის უფლებათა დარღვევების სავარაუდო მსხვერპლებს უწევდნენ უფასო იურიდიულ დახმარებას. აღნიშნული მოიცავდა იურიდიულ კონსულტაცებს, წარმომადგენლობას სასამართლოებში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში. |
* * *
მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23
ტელ: +995 32 2 94 52 33
E-mail: info@gepad.ge