პროექტი "მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების საზოგადოებრივი მონიტორინგი"
არასამთავრობო ორგანიზაციების ძალთა გაერთიანებამ გადაწყვიტა 2009 წლის აპრილში დაგეგმილი დემონსტრაციების კოორდინირებულად დაკვირვება. ამ მიზნით ორგანიზებული იქნა არაერთი მრგვალი მაგიდა და საკოორდინაციო შეხვედრა. მომზადდა პროექტი საზოგადოებრივი დამცველის შესახებ.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა დაზარალებულების ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზა
2009 წლის 6 მაისიდან 14 სექტემბრამდე დროის პერიოდში ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები. მოქალაქეთა მიმართ სხეულის დაზიანების ხასიათის ხარისხის და ხანდაზმულობის განსაზღვრის მიზნით სულ 14 მოქალაქეს ჩაუტარდა ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზა.