| მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების ხელყოფა |
|
|
|
|
9 აპრილიდან განვლილი დროის განმავლობაში ოპოზიციონერი აქტივისტების წინააღმდეგ ხელისუფლების უკანონო და ძალადობრივი მოქმედების გავრცელებული მეთოდი იყო მათი პროვოცირება აქციების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაპირისპირებისა და შეტაკებისათვის და შემდგომში ამის საფუძველზე მათთვის 25-30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ან ჯარიმების შეფარდება. ასეთი შეტაკებები ხელისუფლებამ მოაწყო 6 მაისს და 15 ივნისს პოლიციის ქალაქის სამმართველოს შენობასთან (რასაც მისცა პოლიციაზე თავდასხმისა და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის კვალიფიკაცია), ასევე 28 მაისს ფურცელაძის ქუჩაზე, როდესაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები თავს დაესხნენ მომიტინგეებს და ზოგიერთ მათგანს ბრალი წაუყენეს ასევე პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის და 11 ივნისს პარლამენტის შენობასთან, როდესაც დეპუტატებისათვის მოწყობილი სირცხვილის კორიდორს ხელისუფლებამ დაუპირისპირა პროვოკაცია და ძალადობა, თუმცა, ამაში ისევ მომიტინგეები დაადანაშაულა. 2009 წლის 6 მაისს შსს-ს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებისას დაზარალებული მოქალაქეები: მოქალაქე ლია ყურაშვილი. მას მოხვდა პოლიციის სამმართველოს ეზოდან ნასროლი ქვა და მიიღო შემდეგი სახის დაზიანება: გატეხილი აქვს თავი და აღენიშნება სილურჯე სახის არეში. მოქალაქე მანანა ჩანტლაძე. მას პოლიციის სამმართველოს შენობასთან თავის არეში მოხვდა პლასტიკური ტყვია, მიიღო სხეულის დაზიანება და გადაყვანილ იქნა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. მოქალაქე ირაკლი კოხრეიძე. მას შუბლის არეში მოხვდა უცხო საგანი, სავარაუდოდ პლასტიკური ტყვია. კოხრეიძე მოთავსებულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალურ კლინიკაში დიაგნოზით: ქალა ტვინის დახურული ტრამვა, შუბლის მიდამოს ნახეთქ დაჟეჟილი ჭრილობა, ჰიპერტონია. მოქალაქე ლევან სოსელია. მას თვალის მიდამოში მოხვდა პლასტიკური ტყვია. სასწრაფო დახმარებამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება და სასწრაფოს მანქანით გადაყვანილი იქნა დიღომში მდებარე საავადმყოფოში. მოქალაქე გიორგი გიორგაძე. მას ზურგის არეში მოხვდა პლასტიკური ტყვიები, გადაყვანილ იქნა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, სადაც დაკარგა გონება. მიღებული აქვს ზურგის არეში დაჟეჟილობა. საავადმყოფოში ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. მოქალაქე ნინო ბაზაძე. მას შუბლის არეში მოხვდა საგანი სავარაუდოთ პლასტიკური ტყვია, მიიღო სხეულისდაზიანება. ექიმისთვის არ მიუმართავს. მოქალაქე მელიქიშვილი გივი. მას პოლიციის სამმართველოსთან თვალებში შეეყარა ქვიშის მაგვარი ქიმიური ნივთიერება, რამაც გამოიწვია თვალისა და თვალის გარშემო ტკივილები. მოქალაქე მანანა ლეშკაშელს შსს თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობასთან შუბლის არეში და ხელებში მოხვდა რამდენიმე რეზინის ტყვია. მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე. მას პოლიციის სამმართველოს ეზოში პოლიციის თანამშრომლების მიერ ხელკეტებითა და ფეხებით სასტიკად იქნა ნაცემი. გადაყვანილი იქნა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, მოტეხილი აქვს ნეკნები და სხეულზე აღენიშნება უამრავი დაჟეჟილობა. მოქალაქე ქეთევან ტაბიძეს შს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი შეტაკების დროს თავში დიდი ქვა მოხვდა და მიიღო დაზიანება. Qქვა ნასროლი იყო პოლიციელთა მხრიდან. მოქალაქე დაჩი ცაგურია. მას სამმართველოს ეზოდან ნასროლი ქვა მოხვდა თავის არეში, მიიღო შუბლის ღია ჭრილობა, კისრისა და ზურგის არეში მოხვდა პლასტიკური და რეზინის ტყვიები, რის შედეგადაც აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები და სისხლნაჟღენთი. Mასევე დაზიანებული აქვს მარცხენა ხელის მტევანი, სავარაუდოთ მოხვდა სამმართველოს ეზოდან ნასროლი პლასტიკური მსხვრევადი ტყვია. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე დაუმუშავა ჭრილობები. დაშავებულმა სტაციონალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა. დავით გამყრელიძე შსს თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობასთან შუბლის არეში და ხელებში მოხვდა რამდენიმე რეზინის ტყვია. მუხროვანის საქმე 5 მაისს შემოვიდა შეტყობინება, რომ ა.წ. 4 მაისს მოქალაქე გურამ სამსონაშვილს დაუკავშირდა მისი შვილის ნათლია მოქ. ღვალაძე და სთხოვა დახმარების მიზნით მისულიყო ბეჟანიშვილის ქუჩაზე თავისი კუთვნილი სამარშრუტო ტაქსით.Gგურამ სამსონაშვილი ბეჟანიშვილის ქუჩაზე მისვლისთანავე ყოველგვარი განმარტების გარეშე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა და გადაყვანილ იქნა ე. წ. მოდულის შენობაში. სამსონაშვილი 32 საათის განმავლობაში იყოფებოდა მოდულის შენობაში ყოველგვარი სამართლებრივი სტატუსის გარეშე. იგი განთავისუფლებულ იქნა ა.წ. 6 მაისს დილის 4 საათზე. დაკავების მომენტიდან ოჯახის წევრები და საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატი ლევან სამუშია უშედეგოდ ეძებდნენ მოქალაქე სამსონაშვილს, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფდა სამსონაშვილის დაკავების ფაქტს. ეს იყო პოლიციის მიერ პიროვნების თავისუფლების უკანონო აღკვეთა. სამსონაშვილის განთავისუფლების შემდეგ ადვოკატმა მასთან გასაუბრებისას შეადგინა გამოკითხვის ოქმი. აფციაური აკაკი, დაკავებულ იქნა 2009 წლის 5 მაისი, ბრალი ედება საქ-ოს სსკ-ის 25/316-ე მუხლის მე-2ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აგვისტოს თვეში ჩაინიშნა 12 სასამართლო პროცესი. ადვოკატი - ლალი აფციაური. ამირიძე ლევან, დაკავებულ იქნა 2009 წლის 5 მაისს, ბრალი ედება საქ-ოს სსკ-ის 315-ე მუხლის მე-2 და 25/316-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აგვისტოს თვეში ჩაინიშნა 12 სასამართლო პროცესი. ადვოკატი - ქეთევან ბექაური. კობალაძე კობა – ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი და აქტიური მონაწილე საპორტესტო აქციების მომზადებაში. დაკავებულია 2009 წლის 5 მაისს. ბრალი ედება საქ-ოს სსკ-ის 315-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მისი დაკავებას საფუძვლად უდევს გია ღვალაძის ჩვენება. გ. ღვალაძესა და კ. კობალაძეს შორის არსებული ფარული ვიდეოჩანაწერი არ არსებობს. სხვა ბრალის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. ადვოკატი - გელა ნიკოლაიშვილი, ქეთევან ბექაური ზურაბ მიქაძე, ბრალი ედება საქ-ოს სსკ-ის 315-ე მუხლითა და 19,236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. განხილვა დაიწყო 21 აგვისტოს. ადვოკატი ნათია კორკოტაძე. ნიკოლოზ ბიბილაშვილი, ბრალი ედება საქ-ოს სსკ-ის 315-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საქმის განხილვა დაიწყო 21 აგვისტო. ჩატარებულია 10 სასამართლო სხდომა. პროცესი გრძელდება. ადვოკატი – დარეჯან ბარბაქაძე. მელიქიძე თეიმურაზი დაკავებულია 2009 წლის 5 მაისს. ბრალი ედება საქ-ოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. იგი მისი დაკავების დროს 30 ნიღბიანმა მისი ოჯახის წევრების მეუღლისა და სამი შვილის თანდასწებით სასტიკად ცემეს. აგვისტოს თვეში ჩაინიშნა 10 პროცესი. ადვოკატი - ქეთევან ბექაური. ბატკუაშვილი ირაკლი, დაკავებულია 2009 წლის 5 მაისს. ბრალი ედება საქ-ოს სსკ-ის 320 მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აგვისტოს თვეში ჩაინიშნა 10 პროცესი. ადვოკატი - ქეთევან ბექაური. დავით ოქრუაშვილი დაკავებული 2009 წლის 5 მაისს, ბრალი ედება საქ-ოს სსკ-ის 25/316-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აგვისტოს თვეში ჩაინიშნა 12 სასამართლო პროცესი. ადვოკატი - ლალი აფციაური, გელა ნიკოლეიშვილი, ქეთევან ბექაური ნათია კორკოტაძე, კახაბერ სოფრომაძე, დალი ბარბაქაძე. საზოგადოებრივი დამცველის 9 ადვოკატი ჩართულია მუხროვანის სასამართლო პროცესებში, და იცავენ 13 ბრალდებულს. 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან აქციის მიდინარეობისას დაკავებულთა და დაჯარიმებულ ირთა სია:
|
* * *
მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23
ტელ: +995 32 2 94 52 33
E-mail: info@gepad.ge