პროვოკაციები PDF ამობეჭდვა E-mail

ხელისუფლების მოქმედების ტაქტიკაში შედიოდა უამრავი ცრუ სატელეფონო შეტყობინების გამოგზავნა ცხელ ხაზზე, რომელთა გადამოწმებას დიდი დრო და ენერგია მიჰქონდა და ხშირად გადამოწმების შემდეგ ჩვენი მონიტორინგის ჯგუფები ასკვნიდნენ, რომ ეს იყო ცრუ ინფორმაციები.

ხელისუფლება აქციის მონაწილეთა რიგებში სპეცსამსახურების წარმომადგენელთა შეგზავნისა და მათ მიერ პროვოკაციების მოწყობის გზით მიმართავდა სხადასხვა ხასიათის პროვოკაციებს, რომელიც მიზნად ისახავდა საპროტესტო აქციებში მონაწილე პირთა სახელის გატეხვას, შემდეგ ამას იღებდა ფარული კამერით და აჩვენებდა ტელევიზიით.

გადამოწმებული დადადასტურებელი ინფორმაციები:

9 აპრილი

15:30-ზე საზოგადოებრივი დამცველის მონიტორინგის ჯგუფთან მივიდა მოქალაქე და აცნობა, რომ სამოქალაქო ფორმაში გადაცმული შ.ს.ს წარმომადგელები (ასევე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ) სამართალდამცავებს ურიგებდნენ კონსერვატიული პარტიის სამკერდე ნიშნებს და ამ ჯგუფს აძლევენ დავალებას, აქციის მონაწილეებს შეერიონ და დათესონ პანიკა.

16:50-ზე შემოვიდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის შენობის უკანა მხარეს (ზედა შესასვლელთან) სპეცრაზმმა Oშიგნიდან ჩაამტვრია  პარლამენტის შენობის ერთ-ერთი ფანჯრის მინა, ამ ფანჯარასთან ახლოს, ქუჩაში იდგნენ ახალგაზრდები, რომლებსაც აბრალებდნენ აღნიშნული მინის დამსხვრევას. უეცრად, მოვიდა საპატრულო პოლიციის 8 მანქანა. საზოგადოებრივი დამცველის მონიტორინგის ჯგუფი გაემართა აღნიშნულ ადგილას. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საზოგადოებრივი დამცველის მონიტორინგის ჯგუფის გამოჩენისთანავე დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

17:20 პარლამენტის ეზოში მობილიზებულ სპეცრაზმელთაგან ერთ-ერთმა გახსნა პარლამენტის ეზოს კარები (პირველი საჯარო  სკოლის მხრიდან) და მოხუც მოქალაქეს თავის არეში ჩაარტყა ხელკეტი, რის შედეგადაც მოქალაქეს მიყენა დაზიანება.

15:00 ქ. თბილისში რადიანის ქ. #20-თან, მოვიდა შავი Fფერის “როვერის” მარკის ავტომანქანა, დაბურული მინებით. აღნიშნული ავტომანქანიდან გადმოვიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები და იქ (მცხოვრებ) მდგომ მოქალაქეებს თავი წარუდგინეს, როგორც ვაკის რაიონის პოლიცია. ზემო აღნიშნულმა პირებმა მოსახლეობას მოთხოვეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები და ეკითხებოდნენ ვინმეს ნარკოტიკები ხომ არ აქვთ. ქუჩის მაცხოვრებლებმა უცხო პირებს მოთხოვეს პოლიციის თანამშრომლის დამადასტურებელი მოწმობა, რის შემდეგაც ეს პირები ჩასხდნენ აღნიშნულ ავტომანქანაში  და დატოვეს რადიანის ქუჩა.

10 აპრილი

11:00 თბილისის #8 საპყრობილეში ადვოკატებს არ უშვებენ პატიმრებთან, აცხადებენ, რომ არის კარანტინი. საპყრობილეში ასევე არ შეუშვეს მოძღვარი ზიარების ჩასატარებლად.

12:05 შემოვიდა სატელეფონო ზარი, რომ პარლამენტთან “ქართული დასის” პარტიის წევრებსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს შორის მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა. არსებული ინციდენტი აღკვეთეს  იქვე მდგომმა აქციის მონაწილეებმა. როგორც ქართული დასის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, ეს იყო პროვოკაცია ნაციონალური მოძრაობის წევრის მხრიდან.

14:30 რაიონებში ჩანიშნული სასამართლო პროცესების ნაწილი გადაიდო, ხოლო ნაწილი ჩატარდა თბილისის მე-8 საპყრობილეში.

13 აპრილი

04:00 დილის დაახლოებით  03სთ-სა 30 წთ-ზე საზოგადობრივი დამცველის ერთ-ერთმა ჯგუფმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მონიტორინგისას დააფიქსირა მუქი ლურჯი ფერის BMჭ-ს მარკის ავტომანქანა. მას შემდეგ რაც მონიტორინგის ჯგუფი შეეცადა ავტომანქანის ვიდეო კამერაზე დაფიქსირებას, მძღოლმა ჩართო ძრავი, დაძრა აღნიშნული ავტომანქანა და შეეცადა დაჯახებოდა საზოგადოებრივი დამცველის მონიტორინგის ჯგუფის კუთვნილ ავტომანქანას და შემდეგ მიიმალა.

14 აპრილი

01:05 ცხელ ხაზზე შემოვიდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტისას დაიჭრა ორი ახალგაზრდა ონიანი გიორგი და გირგვლიანი მალხაზი. “საზოგადოებრივი დამცველის’ მონიტორინგის ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე. დაზარალებული ონიანი გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა სათანადო დახმარება და მაშინვე გაეწერა სახლში. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ძვ. თბილისის შ.ს.ს მთავარ სამმართველოში იგი დაიკითხა დაზარალებულის სტატუსით, სადაც განაცხადა შემდეგი: ღამის საათებში იმყოფებოდა “9 აპრილის” აქციაზე, მისთვის უცხო პირებს შორის მოხდა ინციდენტი და იგი შეეცადა მათ გაშველებას. გაშველების დროს გ. ონიანი წაიქცა და რამოდენიმე წუთის შემდეგ ნახა, რომ  ჰქონდა ჭრილობა ბარძაყის არეში.

დაზარალებული არ გამორიცხავს, რომ დაზიანება მიიღო ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პირისგან და ასევე აცხადებს, რომ ინციდენტი პროვოცირებული იყო ნასვამი პირების მიერ, რომლებიც არაერთგზის იქნენ შემჩნეული მსგავს ქმედებაში. ფაქტზე დაწყებულია წინასწარი გამოძიება.

დაზარალებულ გიორგი ონიანის უფლებებს იცავს “საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატი ლალი აფციაური.

22:00 ცხელ ხაზზე შემოვიდა ინფორმაცია, რომ პირველ არხთან მიმდინარე აქციიდან მოქალაქეს გაჰყვა საპატრულო პოლიცია ანჯაფარიძის ქუჩაზე, და ცდილობენ მის კუთვნილ ბინაში შესვლას. “საზოგადოებრივი დამცველის” მონიტორინგის ჯგუფი გავიდა ამ ფაქტის ადგილზე გადასამოწმებლად. მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა, რომ ანჯაფარიძის ქუჩაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ხუთი ეკიპაჟი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ნაწილი შესული იყო ზემოაღნიშნულ ბინაში და ცდილობდა მოქალაქის წაყვანას პოლიციის სამმართველოში უმიზეზოდ.

მონიტორინგის ჯგუფის გამოჩენისთანავე პოლიციელებმა დატოვეს აღნიშნული ბინა და მიმდებარე ტერიტორია.

28 მაისს საღამოს რუსთაველის გამზირზე და ფურცელაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა 15 მოქალაქე, აქედან 10 მოათავსეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე დაშავდა 8 პოლიციის თანამშრომელი მათ შორის ორ პიროვნებაზე მიყენებული იქნა ბასრი იარაღით ჭრილობა, აღნიშნული პირები გადაყვანილი იქნენ ე.წ მიხაილოვის საავადმყოფოში. საზოგადოებრივი დამცველის მობილური ჯგუფი გავიდა აღნიშნულ კლინიკებში “მიხაილოვის” საავადმყოფოდან ვერ მოხერხდა ინფორმაციების მოპოვება დაშავებულთა შესახებ, ხოლო რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღები განყოფილებიდან მოპოვებული იქნა დაზარებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია:

  • ჩაჩუა გენო  რუსთავის - გზტკეცილი27/42
  • კირვალიძე ზაური - ლილოს დასახლება
  • კაპანაძე დათო - გლდანი მე3-ე მკ.რ-ნი 6 კორპ.ბ3
  • რუხაძე Eლენა - ვ.ფშაველას #30 ბ.68
  • მახვილაძე ვაჟა - წერეთლის გამზირი კ.11 ბ.7
  • ხარჩილავა გიორგი (უნარშეზღუდული 19 წლ.) - ფონიჭალის დასახლება
  • გულდედავა მიხეილი - სოხუმის ქ.#7
  • ლოლიაშვილი ლევანი - ყვარლის რაიონი თამარ მეფის 73
  • აქუბარდია შალვა - ზუდიდი რუსთაველის 309
  • დობორჯგინიძე თენგიზი - ვაჟაფშაველა 3

საავადმყოფოდან წამოსვლის შემდეგ კი შუაღამისას 2 მათგანი – დავით კაპანაძე და ლევან ლოლიაშვილი დააკავეს. ორივე მათგანი იყო სასტიკად ნაცემი,  ღენიშნებოდათ სერიოზული დაზიანებები, რაც დაფიქსირებულ იქნა წინასწარი დაკავების იზოლატორის ექიმების მიერ. ისინი ჯერ დააკავეს ხულიგნობის მუხლით, ხოლო 2 დღის შემდეგ შეცვალეს ეს მუხლი და ამის ნაცვლად ბრალად წაუყენეს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა. აღნიშნულ პირებს პროექტის ფარგლებში იცავენ “საზოგადოებრივი დამცველის” ადვოკატები გელა ნიკოლეიშვილი. ნათია კორკოტაძე.

საზოგადოებრივი დამცველის ოფისში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ახალი მემარჯვენეების მარნეულის რაიონული ორგანიზაციის წევრის მამედოვს გაურკვეველი მიზნით იბარებენ პროკურატურაში. საქმეში ჩაერთო ადვოკატი ნონა ფილაური.

ადამიანისათვის Pპატივის, ღირსებისა და საქმიანობის რეპუტაციის შელახვა, როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და საქართველოს შიდა კანონმდებლობის დაცვის ობიექტია. მოცემულ შემთხვევებში, როგორც ჩვენს მიერ გადამოწმებული ფაქტები ადასტურებენ მრავალჯერ ჰქონდა ადგილი მოცემული აქტებით განსაზღვრული ნორმების დარღვევას. აღნიშნულთან ასევე კავშირშია ყველა ის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რაზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი.

მონიტორიგის ჯგუფის წევრების მიერ დაფიქსირებული იმ საეჭვო ავტომანქანების სია, რომლებსაც ხელისუფლება იყენებდა აქციების მონაწილეთა დევნისა და ტერორიზებისათვის:

ავტომანქანის მარკა სერია, ნომერი ფერი
TOYOTA (ჯიპი) QQS 005 შინდისფერი
OPEL VECTRA WOW 106 მუქი
BMW RGI 618 მუქი
MERCEDES ML RPR 402 ღია
BMW  YWY 211  ღია ვერცხლისფერი
MERCEDES(მრგვალფარიანი) KAX 458

 მუქი

BMW TOO 653

 მუქი

პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა მიმართ ძალის არაადეკვატური გამოყენების შედეგად მიყენებული სხეულის დაზიანებების ფაქტებზე ჩვენმა ადვოკატებმა მოამზადეს და შეიტანეს საჩივარი იმ პოლიციელების მიმართ, რომლებმაც მოქალაქეებს მიაყენეს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. მაგალითად, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ ოპოზიციური პარტიის აქტივისტების დარეჯან გუჯეჯიანის და თამარ ნავერიანის გატაცების, მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო გამოძიება და აღნიშნული პირები ცნობილ იქნენ დაზარალებულებად. ასევე 15 ივნისს პოლიციელთა მხრიდან გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე  პროექტის ფარგლებში ჩვენმა ადვოკატებმა შეიტანეს საჩივარი 17 დაზარალებული პირის სახელით.

პროექტის ფარგლებში დაზარალებულებს ჩაუტარდათ ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზა.

2009 წლის 6 მაისიდან 14 სექტემბრამდე  დროის პერიოდში ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები.

მოქალაქეთა მიმართ სხეულის დაზიანების ხასიათის ხარისხის და ხანდაზმულობის განსაზღვრის მიზნით სულ 14 მოქალაქეს ჩაუტარდა ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზა.

ყველა შემთხვევებში ძირითადი ტრავმები ბლაგვი ხასიათისაა და შედეგად დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნებით არაერთჯერადი მოქმედებით როგორიცაა მუშტი, ფეხი,ხელკეტი ქვა და ასე შემდეგ.

ხშირ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა ჭრილობების შესაბამისად გამოვლენილია 2 შემთხვევაში უცხო სხეულები სავარაუდოდ პლასტიკური და სხვა სახის ტყვიის ნაწილები ასევე მხოლოდ 2 შემთხვევაში დაფიქსირდა ჩონჩხის ძვლების მოტეხილობა.

ამრიგად, ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ ათასობით მოქალაქის გადაადგილების უფლების შეზღუდვა დაფიქსირდა 28-ჯერ, 4 შემთხვევაში მოხდა მოქალაქეთა დაკავება და მათთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, პიროვნული ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა კი დაფიქსირდა 57 მოქალაქის მიმართ.  მოცემული ფაქტების ანალიზისას იკვეთება, რომ ზოგიერთ ფაქტს შეესწრო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, მაგრამ ამ უკანასკნელთა მხრიდან არანაირ რეაგირებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული მიუთითებს მათი მხრიდან სამსახურეობრივ გულგრილობაზე, რაც ასევე სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დასჯადი ქმედებაა. კერძოდ სამსახურეობრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით აღიარებული, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფას და მიგვაჩნია, რომ აღნიშნულში სახელმწიფოს ბრალეულობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან პროექტის ფარგლებში დაფიქსირებული ყველა ზემოთმოყვანილი ფაქტი, გახმაურებული იქნა მასმედიის საშუალებებით და შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურებისათვის ეს წარმოადგენს საჯარო სისხლის სამართლებლივი დევნის დაწყების საფუძველს, თუმცა ამ მიმართებით მათი მხრიდან ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ მომხდარა.

20 მაისს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოპოზიციის ათეულობით წარმომადგენლებს ჩამოართვეს ავტომანქანები, გადაიყვანეს საჯარიმო მოედანზე და ყველა მათგანს გამოუწერეს საჯარიმო სანქციები. პროექტის ფარგლებში მოხდა აღნიშნული მანქანების აღრიცხვა და სიის შედგენა, რომელსაც დანართის სახით ვურთავთ წინამდებარე ანგარიშს.

 
კოალიცია
თქვენი უფლებებისათვის
Georgian     English

მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

ვიდეო ფაილები

ფოტომასალა

გამოკითხვა

რომელი სახელმწიფო უწყება არღვევს ყველაზე მეტად ადამიანის უფლებებს?
 

ავტორიზაცია




საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23contacts

ტელ: +995 32 2 94 52 33

E-mail: info@gepad.ge