| პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა |
|
|
|
|
როგორც ირკვევა, ხელისუფლებამ შექმნა დამრბევთა არაოფიციალური ჯგუფები (ე. წ. ზონდერ-ბრიგადები), რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ ოპოზიციის აქტივისტებს და მშვიდობიან მომიტინგეებს. აღნიშნულ დამრბევ ჯგუფებში მონაწილეობდნენ როგორც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, ასევე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებიც. სწორედ ეს ჯგუფები ახორციელებდნენ ზემოთ აღწერილ თავდასხმებს. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ რამდენიმე ათეული ასეთი ფაქტის დაფიქსირების მიუხედავად, არც ერთი შემთხვევის დროს სამართალდამცველებს არათუ არ დაუსჯიათ თავდამსხმელები, არამედ არ გამოუვლენიათ არც ერთი მათგანის ვინაობა. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებმა ამას დაუპირისპირეს სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფების შექმნა, რათა თავდასხმის შემთხვევებში სწრაფად გამგზავრებულიყვნენ თავდასხმის ობიექტების დასაცავად (ყოველგვარი შეიარაღების გარეშე). ასეთი ჯგუფის ორგანიზატორებს რამდენიმე დღის შემდეგ მოუწყვეს პროვოკაცია შსს-ს ერთ-ერთი ქვედანაყოფის შენობის წინ და ამ შენობიდან ფარულად დააფიქსირეს ეს ინციდენტი, რომელიც შემდეგ გამოიყენეს ამ თავდაცვის ჯგუფების წინააღმდეგ პიარისათვის. დამონტაჟებულ ფარულ ვიდეოჩანაწერში მოჩანს რამდენიმე აგრესიული მოქალაქე, რომელმაც ეს ჯგუფი გამოიწვია ჩხუბში და თავი აცემინა. როდესაც ერთ-ერთ პროვოკატორს საფულე ჩამოართვეს და იქიდან მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ამოიღეს, ფარული ჩანაწერის ავტორებმა ეს წარმოაჩინეს ისე, თითქოს სამოქალაქო აქტივისტმა იქიდან ფული ამოიღო. ეს არის პიროვნების პატივისა და ღირსების შელახვის აშკარა მაგალითი. გარდა ამისა,Aამ ცილისწამების საფუძველზე ეს პიროვნება (გიორგი კორკოტაშვილი), რომელსაც საზოგადოებრივი ტელევიზიის I არხზე მიჰყავდა საავტორო გადაცემა, სამსახურიდანაც გაათავისუფლეს, რაც წარმოადგენს ასევე მისი უდანაშაულობის პრეზუმფციის უხეშ დარღვევას და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციისაკენ მიმართული ხელისუფლების ფანტაზია იქამდეც კი მივიდა, რომ მისმა მომხრეებმა 28 აპრილს ფეკალური მასები ესროლეს საპროტესტო აქციების მონაწილეებისათვის დადგმულ საკნებს, რაც ასევე წარმოადგენს მოქალაქეთა პატივისა და ღირსების შელახვის მაგალითს. |
* * *
მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23
ტელ: +995 32 2 94 52 33
E-mail: info@gepad.ge