| "საზოგადოებრივი დამცველი" 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად დაზრალებულ პირებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს |
|
|
|
|
ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს, კვალიფიციური იურიდიული დახმარება აღმოუჩინოს ყველა იმ პირს, ვისაც სამართალდამცველებმა აქციის დაშლისას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს, რომელთა მიმართ არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, ასევე ოჯახებს, რომელთათვისაც ახლობლების ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. "საზოგადოებრივი დამცველი" განმარტავს, რომ მზად არის, ამ პირთა ინტერესები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ინსტანციებში დაიცვას. დაზარებულებს და მათი ოჯახის წევრებს შეუძლიათ, "საზოგადოებრივ დამცველს" ნომერზე 94 52 33 დაუკავშირდნენ, ან მიმართონ მისამართზე მაზნიაშვილის 23. |
* * *
მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23
ტელ: +995 32 2 94 52 33
E-mail: info@gepad.ge