არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის "საზოგადოებრივი დამცველი" (შემოკლებით - "სადა")

წ ე ს დ ე ბ ა

I. ზოგადი დებულებანი

1.1. "საზოგადოებრივი დამცველი" ("სადა") არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში – ორგანიზაცია), რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად;

1.2. ორგანიზაცია არასამეწარმეო იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომელსაც აქვს მრგვალი ბეჭედი, ანგარიშსწორება საბანკო დაწესებულებებში;

1.3. ორგანიზაცია ფლობს განკერძოებულ ქონებას, უფლებამოსილია განახორციელოს საკუთარი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და მოვალეობები, დადოს ხელშეკრულებები, გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში;

1.4. ორგანიზაცია იძენს იურიდიული პირის უფლებებს კანონით დადგენილი წესით წესდების რეგისტრაციის მომენტიდან;

1.5. ორგანიზაციას უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობით დააფუძნოს ფილიალები, რომლებიც ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული წესდებით იმოქმედებენ;

1.6. ორგანიზაციას შეუძლია დაიცვას და წარმოადგინოს თავისი წევრების კანონიერი ინტერესები სახელმწიფო ორგანიზაციებსა და სამართალდამცავ ორგანოებში.

1.7. ორგანიზაციის იურიდიული მისამართია: თბილისი, მცხეთის ქ #1, ბ. 28;

 

II. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია:

2.1. ხელი შეუწყოს ქვეყანაში (რეგიონში) დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებასა და განათლებას ადამიანის უფლებათა სფეროში;

2.2 საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება, საერთაშორიოს კონფერენციებში და სიმპოზიუმებში მონაწილეობის მიღება;

2.3 სოციალური, პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების წარმოშობისა და ესკალაციის მიზეზებისა და ხელშემწყობი ფაქტორების სისტემური კვლევა და ანალიზი, მათი გამოვლენის, ესკალაციის, კონსტრუქციული მიმართულებით მართვისა და მოგვარებისთვის ხელის შეწყობა;

2.4 ორგანიზაციის მიზნებია, ასევე:

  1. საქართველოში დემოკრატიული, ღია, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელის შეწყობა;
  2. ქვეყნის მასშტაბით კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარების, ფესტივალების, კონკურსების, გამოფენების და სხვა ღონისძიებების მოწყობა.;
  3. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა, მისი აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა ქვეყნის საარჩევნო პროცესებში და არჩევნებისას სადამკვირვებლო მისიების, მონიტორინგის განხორციელება;
  4. კვლევების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე სამეცნიერო, საგანმანთლებლო და საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება;
  5. სხვადასხვა მიზნებისათვის გრანტების, ჰუმანიტარულ დახმარების, შემოწირულობების მიღება და გაცემა;
  6. ადამიანის უფლებების დაცვა ყველა ადმინისტრაციულ ორგანოში, კერძო პირებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობებში, ასევე შიდა და საერთაშორისო სასამართლოებში;
  7. მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
  8. პაციენტთა უფლებების დაცვა;
  9. პატიმართა უფლებების დაცვა.

III. ორგანიზაციის წევრობა, წევრთა უფლება-მოვალეობანი

3.1 ორგანიზაცია ყალიბდება წევრობის ინდივიდუალური და კოლექტიური ფორმებით;

3.2 ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის სრულწლოვან ასაკს მიღწეული ფიზიკური და კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული იურდიული პირი, რომელიც აღიარებს ორგანიზაციის წესდებას და სურვილი აქვს თავისი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში. ორგანიზაციის წევრობის მსურველი წერილობითი განცხადებით მიმართავს ორგანიზაციის გამგეობას. აღნიშნული განცხადების საფუძველზე წევრად მიღების საკითხი განიხილება გამგეობის სხდომაზე;

3.3 ორგანიზაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

  1. პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე;
  2. თუ იგი უხეშად არღვევს ორგანიზაციის წესდებით მასზედ დაკისრებულ მოვალეობებს;
  3. თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიზნებს;
  4. გარდაცვალებისას;
  5. ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
  6. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში;
  7. მისი ქმედუუნაროდ ცნობის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

3.4 ორგანიზაციის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა;

3.5 ორგანიზაციის წევრებს უფლებაAაქვთ:

  1. მიიღონ მონაწილეობა ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, მისი გეგმების, პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში;
  2. აირჩიონ და არჩეულ იქნან ორგანიზაციის მართვის ორგანოებში;
  3. შეიტანონ წინადადებები და რეკომენდაციები გამგეობაში ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით;
  4. მიიღონ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ყოველგვარი ინფორმაცია და ასევე ინფორმაცია ხელმძღვანელი ორგანოებისაგან მათი საქმიანობის შესახებ;
  5. ორგანიზაციას მოსთხოვონ დახმარება, რომ დაიცვან მათი ინტერესები;
  6. თავისუფლად გავიდნენ ორგანიზაციიდან.

3.6 ორგანიზაციის წევრს საერთო კრების გადაწყვეტილებით, შეიძლება მიენიჭოს საპატიო წევრის სტატუსი;

3.7 ორგანიზაციის წევრები მოვალენი არიან:

  1. მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის საქმიანობაში, დაიცვან ამ წესდების დებულებები;
  2. თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით გაუწიონ ორგანიზაციას მატერიალური (ფინანსური) და ინტელექტუალური დახმარება;

3.8 ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა არ ართმევს დამოუკიდებლობას მასში შემავალ წევრებს.

IV. ორგანიზაციის ქონება და ფინანსები

4.1 ორგანიზაციის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები და სხვა ფასეულობანი, რომლებიც საჭიროა ამ წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად;

4.2 ორგანიზაციის სახსრებს ქმნის:

  • შემოწირულობები და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდებიდან მიღებული გრანტები;
  • ორგანიზაციის ძირითადი და მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები;

4.3 ორგანიზაციას შეუძლია საკუთრებაში იქონიოს შენობები, საცხოვრებელი ფართი, მოწყობილობა, ინვენტარი, სატრანსპორტო საშუალებები, ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ქონება, რომელიც საჭიროა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად;

4.4 ფულადი სახსრების ხარჯვა ხორციელდება, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.

V. ორგანიზაციის მართვა

5.1 ორგანიზაციის მართვა ხორციელდება თვითმმართველობისა და დემოკრატიის პრინციპებით;

5.2 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ერთობლივად ეკისრებათ:
ორგანიზაციის თავმჯდომარეს - ირინა ფუტკარაძეს, დაბ. 30.04.1963 – თბილისში, მცხ: თბილისი, მცხეთის ქ. #1, ბ. 28; პირადობის სერია #გ 0441604, პირადი # 01011017021, გაც: ვაკე-საბურთალოს შსს საპასპორტო განყოფილების მიერ 15.12.2003 წ.

აღმასრულებელ დირექტორს - მანანა კობახიძეს, დაბ. 02.03.1968 წ – თბილისში, მცხ: თბილისი, ბარნოვის ქ. #166, ბ. 28; პირადობის სერია, პირადი #01008000293

5.3 ორგანიზაციის მართვისა და კონტროლის ორგანოებს წარმოადგენენ საერთო კრება და გამგეობა;

VI. საერთო კრება

6.1 ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება.

6.2 კრება იმართება წელიწადში ერთხელ მაინც და იგი მოიწვევა გამგეობის მიერ.

6.3 რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა გამგეობის მიერ, ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ საკუთარი ან ორგანიზაციის წევრთა ნახევარზე მეტის ინიციატივით;

6.4 საერთო კრების მოწვევის შესახებ წევრებს წერილობით ეცნობებათ 14 დღით ადრე;

6.5 საერთო კრება უფლებამოსილად ითვლება თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია ორგანიზაციის წევრთა 1/4.

6.6 საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით, გარდა ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რასაც ხმათა 1/4 ესაჭიროება.

6.7 ყველა წევრს აქვს თითო ხმა. იურიდიული პირი წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;

6.8 კენჭისყრა საერთო კრებაზე არის ღია, გარდა გამგეობის წევრების არჩევნებისა.

6.9 საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება:

  • წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რაზედაც უნდა ეცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს;
  • გამგეობის წევრების არჩევა;
  • გადაწყვეტილების მიღება ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ;
  • ორგანიზაციის გამგეობის ანგარიშის მოსმენა;
  • სალიკვიდაციო ბალანსის დამტკიცება;
  • სხვა საკითხები, რომლებიც წესდებით არ განეკუთვნება სხვა ორგანოთა უფლებამოსილებას.

6.10 საერთო კრებას ხელმძღვანელობს ორგანიზაციის თავმჯდომარე;

6.11 საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დადგენილების სახით,  რომელსაც ხელს აწერს ორგანიზაციის თავმჯდომარე.

VII. ორგანიზაციის გამგეობა

7.1 ორგანიზაციის გამგეობას ირჩევს საერთო კრება 2 წლის ვადით. გამგეობა შედგება 7 წევრისგან;

7.2 გამგეობის სხდომები იმართება 3 თვეში ერთხელ მაინც. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან გამგეობის ორი წევრის მოთხოვნით;

7.3 გამგეობა უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება ოთხი წევრი მაინც;

7.4 გადაწყეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით;

7.5 გამგეობის წევრებს გამგეობის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ სხდომამდე 14 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ;

7.6 გამგეობა:

  1. გამგეობის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევა ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  2. განაგებს ორგანიზაციის ქონებას;
  3. მოიწვევს საერთო კრებას და უზრუნველყოფს მის წარმართვას;
  4. იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის ფილიალების შექმნის შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებსა და მათ ხელმძღვანელებს;
  5. ფარული კენჭისყრით წყვეტს ორგანიზაციის წევრად მიღებისა და წევრობის შეწყვეტის საკითხს;
  6. თავმჯდომარეს წარუდგენს განსახილველად:
  • ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელ სამომავლო პროექტებს;
  • ორგანიზაციის წლიურ ბიუჯეტსა და ფინანსურ გეგმას;
  • ორგანიზაციის საქმიანობის ახალი მიმართულებით წარმართვის საკითხს.

7.7 გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს დადგენილების სახით, რომელსაც ხელს აწერს ორგანიზაციის თავმჯდომარე.

VIII. ორგანიზაციის თავმჯდომარე

8.1 ორგანიზაციის თავმჯდომარეს 2 წლით ირჩევს გამგეობა მორიგი საერთო კრების შემდეგ პირვესავე დღეს.

8.2 ორგანიზაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი თავმჯდომარის არჩევამდე;

8.3. თავმჯდომარე:

  1. წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;
  2. წარმოადგენს ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
  3. მისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელს აწერს ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტებს, ასევე ხელს აწერს ორგანიზაციის სახელით დადებულ ხელშეკრულებებს.
  4. ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას;
  5. წარუდგენს გამგეობას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე პირის დანიშვნისა და გათავისუფლების წინადადებებს, თანამდებობაზე ნიშნავს აღმასრულებელ დირექტორს გამგეობის თანხმობით;
  6. თანხმობას უცხადებს აღმასრულებელ დირექტორს დონორებთან მოლაპარაკების წარმოებაზე, პროექტების წარდგენას.
  7. მოისმენს აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციას ცენტრის პროგრამული საქმიანობის შესახებ;
  8. აწარმოებს კონსულტაციებს აღმასრულებელ დირექტორთან პრობლემების გადაწყვეტის ერთობლივი გზების ძიებისათვის;

8.4 ცენტრის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ასრულებს მის ფუნქციებს ასრულებს აღმასრულებელი დირექტორი.

IX. აღმასრულებელი დირექტორი

9.1. აღმასრულებელი დირექტორი არის ორგანიზაციის  წარმომადგენელი, რომელიც მართავს ცენტრის საქმიანობას. მისი წარმომადგენლობისა და ხელმძღვანელობის ფარგლები განისაზღვრება ამ წესდებით დადგენილი წესის შესაბამისად;

9.2 აღმასრულებელი დირექტორი:

  • თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს ორგანიზაციას მესამე პირებთან ქონებრივ და არაქონებრივ ურთიერთობებში;
  • აწარმოებს მოლაპარაკებას დონორებთან, წარმოადგენს პროექტებს და დებს საგრანტო ხელშეკრულებებს თავმჯდომარესთან შეთანხმებით;
  • ორგანიზებას უწევს თანამშრომელთა კონკურსს, დებს შრომით ხელშეკრულებებს თანამშრომლებთან ან სხვა დროებით დაქირავებულ პირებთან;
  • თავმჯდომარესთან შეთანხმებით ამტკიცებს ყოველთვიურ, კვარტალურ თუ წლიურ გეგმებს;
  • ყოველთვიურად წერილობით ინფორმაციას აწვდის თავმჯდომარეს პროგრამული საქმიანობის შესახებ;
  • ახორციელებს პროგრამების მონიტორინგსა და შეფასებას.
  • აღმასრულებელ დირექტორს ნიშნავს ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, გამგეობის თანხმობით. აღმასრულებელ დირექტორთან იდება შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც ორგანიზაციის სახელით ხელს აწერს თავმჯდომარე.

X. ორგანიზაციის პასუხისმგებლობა

10.1. ხასელმწიფო, მისი ორგანოები და ორგანიზაციები პასუხს არ აგებენ ორგანიზაციის ვალდებულებების გამო. ორგანიზაცია პასუხს არ აგებს სახელმწიფო ორგანოების ვალდებულებების გამო;

10.2. ორგანიზაციის გამგეობის წევრები პასუხს აგებენ ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებისთვის.

XI. ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა

11.1. ორგანიზაცია საქმიანობას წყვეტს მისი ლიკვიდაციის დროს;
ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხდება:

  • ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით;
  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს
  • გადაწყვეტილებით;

11.2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სალიკვიდაციო კომისიის  მიერ გადაეცემა მსგავსი მიზნების მქონე არასამეწარმეო იურიდიულ  პირებს.

XII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

12.1 ორგანიზაციის საერთო კრების ჩამოყალიბებამდე, გამგეობის წევრებს ორგანიზაციის წევრთა რიგებიდან იწვევს ორგანიზაციის დამფუძნებელი საკუთარი ინიციატივით 2 (ორი) წლის ვადით. დამფუძვნებელს უფლება აქვს თავადვე იყოს გამგეობის ერთ-ერთი წევრი.

12.2 ორგანიზაციის გამგეობის შექმნამდე და ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევამდე, თავმჯდომარისა და გამგეობის უფლებამოსილებებს ახორციელებს ორგანიზაციის დამფუძნებლები, რომელებიც ხელს აწერენ ორგანიზაციის ყველა დოკუმენტს და განკარგავს ორგანიზაციის ქონებასა და შემოსავლებს ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად..

12.3 წესდება შედგენილია 3 (სამ) ეგზემპლარად და მას ხელს აწერენ   ორგანიზაციის დამფუძნებლები..

ორგანიზაციის დამფუძნებლები:

გვანცა ძნელაძე

ირინა ფუტკარაძე

მანანა კობახიძე

სოფიო დვალიშვილი

ლალი თევდორაშვილი

თეონა სარაჯიშვილი

 
კოალიცია
თქვენი უფლებებისათვის
Georgian     English

მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

ვიდეო ფაილები

ფოტომასალა

გამოკითხვა

რომელი სახელმწიფო უწყება არღვევს ყველაზე მეტად ადამიანის უფლებებს?
 

ავტორიზაცია




საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23contacts

ტელ: +995 32 2 94 52 33

E-mail: info@gepad.ge