| კოალიცია საზოგადოებრივი დამცველი |
|
|
|
|
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ხლისუფლებამ გადაჭარბებული ძალის გამოყენებით დაშალა მშვიდობიანი დემონსტრაცია. ის ფაქტი, რომ დემონსტრაციის დაშლის დროს ხელისუფლებამ გამოიყენა გადაჭარბებული ძალა, დაფიქსირებული იქნა ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ როგორიცაა “ადამიანის უფლებათა დარაჯი” და “საერთაშორისო ამნისტია”. აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2009 წლის მარტში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა ძალთა გაერთიანება და 2009 წლის აპრილში დაგეგმილი დემონსტრაციების კოორდინირებულად დაკვირვება. ამ მიზნით კოალიციის მიერ ორგანიზებული იქნა არაერთი მრგვალი მაგიდა და საკოორდინაციო შეხვედრა. Mმომზადდა პროექტი საზოგადოებრივი დამცველის შესახებ, რომელიც მოიცავდა ცხელი ხაზისა და დამკვირვებელთა მობილური ჯგუფების არსებობას, რომლის მეშვეობითაც მოხდებოდა დემონსტრაციების მსვლელობისას ადამიანის უფლებების დარღვევების დაფიქსირება, დოკუმენტირება და უფლებადარღვეული ადამიანებისათვის სამართლებრივი ხასიათის დახმარების შეთავაზება. შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია – “საზოგადოებრივი დამცველი”. კოალიციაში გაერთიანდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში აქტიურად ეწევიან სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესრულების მონიტორინგს საქართველოში, კერძოდ:
|
* * *
მისამართი: საქართველო, თბილისი მაზნიაშვილის ქ. # 23
ტელ: +995 32 2 94 52 33
E-mail: info@gepad.ge